BLACKPINK-მა YouTube-ზე 100 მილიონ გამომწერს გადააჭარბა

ისტორიული რეკორდი პოპ ჯგუფისთვის

სამხრეთკორეულმა პოპ ჯგუფმა BLACKPINK YouTube-ის ისტორიაში პირველი ადგილი დაიკავა, როგორც მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელმაც პლატფორმაზე 100 მილიონ გამომწერს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათი ოფიციალური არხი ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

მიღწევას ოფიციალურად გამოეხმაურა თავად YouTube, რომელმაც ჯგუფს სპეციალური „Red Diamond Creator Award“ გადასცა — ჯილდო, რომელიც 100 მილიონზე მეტი გამომწერის მქონე არხებისთვის არის დაწესებული.

BLACKPINK-ის ოფიციალური არხი 2016 წლის ივნისში შეიქმნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მუსიკალურ არხად ჩამოყალიბდა. ჯგუფის ვიდეორგოლები მილიარდობით ნახვას აგროვებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰიტები „DDU-DU DDU-DU“, „Kill This Love“, „How You Like That“ და „Pink Venom“, რომლებმაც გლობალურ ჩარტებში მაღალი პოზიციები დაიკავა და არაერთი რეკორდი დაამყარა.

BLACKPINK 2016 წელს გამოჩნდა და მოკლე დროში გლობალურ ფენომენად იქცა. ჯგუფის წევრები — ჯისუ, ჯენი, როზე და ლისა — აქტიურად მონაწილეობენ როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში, ისე მოდისა და სარეკლამო პროექტებში და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობენ.

YouTube-ზე 100 მილიონი გამომწერის ზღვრის გადალახვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის საერთაშორისო პოპულარობას და თანამედროვე პოპმუსიკის გლობალურ გავლენას.

კომენტარები

სხვა სიახლეები