მენდი პატინკინი „God of War“-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მენდი პატინკინი Amazon Prime Video-ის სერიალ God of War-ის მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა. დადასტურებული ინფორმაციით, პატინკინი ეკრანზე ოდინს — ასგარდის უმძლავრეს ღმერთსა და „ყველა ღმერთის მამას“ განასახიერებს.

სერიალი ეფუძნება პოპულარულ ვიდეოთამაშის ფრენჩაიზს God of War და მზადდება Amazon Prime Video-ისა და Amazon MGM Studios-ის მიერ. პროექტი ნორვეგიული მითოლოგიის მოტივებზე აგებულ სიუჟეტს წარმოაჩენს და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო ადაპტაციად მიიჩნევა.

ოდინის პერსონაჟი სერიალში ცენტრალური ფიგურა და მთავარი ანტაგონისტი იქნება, რაც მაყურებელს ინტენსიურ დრამატულ ხაზსა და ეპიკურ დაპირისპირებებს ჰპირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები