ხონში, კინჩხას კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის,ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. 35 წლის, ავთო კულუმბეგოვი მეგობრებთან ერთად კინჩხაში იმყოფებოდა.
ტრაგედიას ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის” – წერს კულუმბეგოვი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ხონში მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო, მანქანიდან მოუწიათ გადმოსვლა და გზა ფეხით გააგრძელეს, რა დროსაც ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
სხვა სიახლეები