რა სასიკეთო ტენდენციებს გააძლიერებს მზე-იუპიტერის ტრინი?! – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი,რამაზ გიგაური მზე-იუპიტერის ტრინის ასპექტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე საკმაოდ სასიკეთო ასპექტი „შეიკრა“ და ეს არის მზე-იუპიტერის ტრინი. ეს ასპექტი 31 აგვისტოს გააქტიურდა და მისი გავლენა 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება (პიკი: 8 სექტემბერი).
მზე (ნათალურ ასტროლოგიაში) – ეს არის შინაგანი სამყარო, „მე“, ასე ვთქვათ, ასტროლოგიური იდენტობა. გარდა ამისა, ეს არის მამრული ენერგია, სასიცოცხლო ძალა, ვიტალურობა, შემოქმედებითი საწყისი, ადამიანის „ატმანისებური“ სხეული (ანტიკურ ასტროლოგიაში – სული).
იუპიტერი – ეს არის წარმატება, გამარჯვება, იღბალი, სიმდიდრე, სიუხვე, შემოსავალი, ზრდა, სოციალური წინსვლა, ასევე მორალი, სამართალი, კანონი, უცხოეთისა და განათლების საკითხები (მათ შორის მოგზაურობა).
ტრინი – (120 გრადუსიანი ასპექტი) ეს არის ორ (ან მეტ) პლანეტას შორის სასიკეთო კავშირი, რომელიც შეიძლება გაიშიფროს როგორც წარმატება, ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა.
ამ ყველაფრის სინთეზს თუ მოვახდენთ, მივიღებთ, შედარებით წარმატებულ, იღბლიან პერიოდს, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადას მოიცავს. ამიტომ ამ პერიოდში გამართლების, წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.
ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ, მზე-იუპიტერის სასიკეთო კავშირი აქვთ (ტრინი, სექსტილი და ასევე შეერთებაც). ასევე იმ ადამიანებს, ვისაც მზისა და იუპიტერის სასიკეთო განთავსება აქვთ (მმართველობა და ეგზალტაცია).
მთლიანობაში, ეს პერიოდი არა მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებისთვის, განვითარებისთვის, ჰორიზონტების გაშლა-განვრცობისთვის იქნება სასიკეთო დრო, არამედ ადრე დაწყებული პროექტების რეორგანიზებისთვის და მათი ხელახლა გააქტიურებისთვის. ეს შეიძლება იყოს ასევე მოგზაურობაც, სწავლის დაწყება-განახლება, საბუთების მოწესრიგება, იურიდიული დავის დაწყება და ა.შ.
ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწორებს ხასიათს და მოვლენების სასიკეთო განვითარების გამო, უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობენ.
კონკრეტულ სიტუაციაში, ბუნებრივია, შედეგები დამოკიდებული იქნება პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის განთავსებაზე.”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები