საბანკო კრიზისის გამო შერონ სტოუნმა ქონების ნახევარი დაკარგა

შერონ სტოუნი, ისევე, როგორც ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში. მსახიობი დაესწრო ძუძუს კიბოს კვლევის ფონდის დაფინანსების საღამოს. ღონისძიებაზე მას შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა. ის სცენაზე ავიდა და სიტყვის წარმოთქმის დროს დამსწრე საზოგადოებას შემოწირულობის გაღებისკენ მოუწოდა. შერონმა აღიარა, რომ ფულის ნახევარი დაკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის აგრძელებს პაციენტების დახმარებას.

”ამას გამბედაობა სჭირდება, მე ვიცი, რა ხდება. საბანკო პრობლემების გამო ფულის ნახევარი დავკარგე, მაგრამ მაინც აქ ვარ“, – თქვა მსახიობმა. იგი დეტალებს არ შეეხო. დასავლური პრესამ კი ივარაუდა, რომ საუბარი იყო Silicon Valley Bank-ის გაკოტრებაზე.

მანამდე, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა მის პირად ცხოვრებაზე ფილმმა „ძირითადი ინსტინქტი“. მსახიობის თქმით, სურათის გამოქვეყნების შემდეგ მან დაკარგა მეურვეობა შვილზე, როანზე, ყოფილ ქმართან, ფილ ბრონშტეინთან სასამართლო პროცესის დროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები