თბილისში მოხუცი კაცი დაიკარგა – ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

თბილისში დაკარგულ კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის ბოლოს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
მოხუცის შვილიშვილი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს:
“მეგობრებო, დაიკარგა პაპაჩემი – ნოდარ კბილცეცხლაშვილი, დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს ბოლოს, 17:00 საათისთვის. გთხოვთ, გაავრცელოთ და სადმე თუ შეამჩნევთ დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 568 111 058”,- წერს დაკარგულის შვილიშვილი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები