“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით” – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე, ბიზნესმენ ფადი ასლის ეხმაურება და წერს:

“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით. ეტყობა ვისაც მოგწონთ და ულაიქებთ მართლა მასე გრძნობთ თავს. თქვენს სამშობლოს და ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებს და თან აქ ცხოვრობს წლებია ეს ვითომ არაფერი… იმის ნაცვლად ყველამ პასუხი მოსთხოვოთ რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე გეცინებათ და მერე აქ მაღალ მატერიებზე ამუნათებთ სხვებს!
მე წამშალა ჩემი კომენტარის გამო და ამდენი საერთოდ ფრენდი იცინით და გიხარიათ საკუთარი ხალხის ასე თრევა, ყოჩაღ!” – წერს მაკა რაზმაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები