18 წლის მარიამს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა თურქეთში – დონორი ძმა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

18 წლის მარიამ მელაძეს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოპერაცია თურქეთში ტარდება და საკმაოდ ძვირადღირებულია. როგორც მისი ძმა სოციალურ ქსელში წერს, დონორი თავად არის, თუმცა 45 ათასი დოლარის გადასახდელად სახსრები არ ჰყოფნით და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“გამარჯობა ხალხო თქვენი დახმარება მჭირდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით 🙏 ჩემს დას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა თურქეთის კლინიკაში, 18 წლისაა ჯავახიშვილის სტუდენტია წელს ჩააბარა და ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. ერთი დადებითი ისაა,რომ დონორად მე გამოვდექი და მე უნდა გადავუნერგო ღვიძლი 19 მარტს მივფრინავთ თურქეთში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება 45 000 დოლარის შოვნის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება თითო ლარიც კი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება და მაქსიმალურად დაგვეხმარეთ, არც ღმერთი და არც ჩემი ოჯახი ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ”, – წერს გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
TBC ბანკი – GE11TB7213445061100103
საქართველოს ბანკი – GE38BG0000000543458728

მიმღები: ზვიად მელაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები