ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებულმა უდიდესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უამრავი ადამიანი ცნობილი თუ უცნობი გამოეხმაურა ამ ტრაგედიას და ოჯახს მიუსამძიმრა.
„მის საქართველოს“ და ნოე სულაბერიძეს მეუღლეს ჯანეტ ქერდიყოშვილს ნიკოლოზ წულუკიძის შვილის დაღუპვამ საკუთარი დის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი განუახლა:
„11 წლის წინ ზუსტად მასეთი უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ ჩემი დაიკო. აგონია გრძელდება წლები, მთელი ცხოვრება თუ არა. არ არსებობს სანუგეშო სიტყვა“, – წერს ქერდიყოშვილი.
ჯანეტ ქერდიყოშვილის და ტრაგიკულად დაიღუპა. 9 წლის ანეტა ქერდიყოშვილი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები