“ჩვენ დროში, მსგავსი ისტორიები ძალიან ცოტაა”-ბიზნესმენი, რომელმაც უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დახმარება აღმოუჩინა(ვიდეო)

თბილისის საკრებულოს წევრი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში სახლის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთ ოჯახს გაუმართავი ელექტროსადენების გამო დაეწვა. ზარნაძის თქმით,უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დახმარება ბიზნესმენმა ვახო ნიკოლავამ აღმოუჩინა:
“რამდენიმე ხნის წინ, მუხიანში, ერთ-ერთ ოჯახს გაუმართავი ელექტროსადენების გამო სახლი დაეწვა, ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, სანამ სახელმწიფო შესაბამის მოქმედებებზე გადავიდოდა, დახმარების სურვილი ბიზნესმენმა ვახო ნიკოლავამ გამოთქვა, რომელიც მე, ჩემმა მეგობარმა ლაშა ბასლანძემ გამაცნო. ვახო ნიკოლავამ საკუთარ თავზე ოჯახის დროებით ქირით გაყვანაც იტვირთა და დამწვარი სახლიც აღადგინა. ჩვენ დროში, მსგავსი ისტორიები ძალიან ცოტაა და როცა ეს ყველაფერი ჩემი მონაწილეობით, ჩემ წინაშე მოხდა ცნობილი ფრაზა მიტივტივებდა თავში – ჩვენ გადავრჩებით! ამ პოსტს ვწერ იმიტომ, რომ გაგიზიაროთ როგორი მნიშვნელოვანია თანადგომის უნარი და რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნაში.”

კომენტარები

სხვა სიახლეები