“ნუ გიხარია ანდრიუშა” – რას პასუხობს ალა პუგაჩოვა სასულიერო პირს, რომელიც მომღერლის ქვეყნიდან წასვლით ბედნიერია

რამდენიმე დღე რუ­სული მე­დი­ა­ აქტიურად წერს რომ მომღერალმა ალა პუგაჩოვამ სამშობლო დატოვა და ოჯახთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას თავად მომღერალი არ ადასტურებს.

მისი თქმით ის ისრაელში სამკურნალოდ წავიდა.

როგორც ირკვევა 72 წლის პუგაჩოვას  ქვეყნის დატოვების  მიზეზების შესახებ   ღიად საუბარი არ სურდა თუმცა ის იძულებულ გახდა ეთქვა სიმართლე, რადგან რუსი სასულიერო პირი ქადაგების დროს აღნიშნავდა თუ როგორ გასუფთავდა ჰაერი რაც პუგაჩოვამ ქვეყანა დატოვა.

“ გრძნობთ, რო­გორ გა­სუფ­თავ­და ჰა­ე­რი, რაც ალა პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვა?.. უფა­ლო, რო­გორ ვე­ლო­დი ამას“.-  რაზეც მომღერალმა უპასუხა რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ის ისრაელში სამკურნალოდ წავიდა.

“ნუ გი­ხა­რია, ან­დრი­უ­შა… არ­და­დე­გე­ბი, შვე­ბუ­ლე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას არ ნიშ­ნავს. მე ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი და ვი­ლო­ცებ შენ­ზე შენს ეკ­ლე­სი­ა­ში” – მი­მარ­თა  ალა პუ­გა­ჩო­ვამ სა­სუ­ლი­ე­რო პირს.

https://youtube.com/shorts/buVKPPTJP9k?feature=share

 

კომენტარები

სხვა სიახლეები