„არსად წასვლას არ ვაპირებ“ – ოლეგ გაზმანოვი რუსეთიდან ისრაელში გამგზავრებას უარყოფს

ცნობილმა მომღერალმა, ოლეგ გაზმანოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან რუსეთი დატოვა.
„ამის შესახებ გუშინ გავიგე ჭორი, თქვეს, თითქოს მე მაქვს ისრაელის მოქალაქეობაც…თითქოს ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ამჟამად ისრაელში ვარ. არა, მეგობრებო, რუსეთში ვარ, მუსიკას ვწერ, სახლში ვმუშაობ, ყველაფერი კარგად მაქვს და არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა გაზმანოვმა.
ოლეგ გაზმანოვმა თქვა, რომ ქორწინების 1 წლის იუბილეს აღნიშვნას მეუღლესთან ერთად იამაიკაზე გეგმავდა, თუმცა გამგზავრება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიფიქრა.
„არ მინდა მიზეზი მივცე ჩვენს და უცხოურ მედიას, მტერს ვათქმევინო, თითქოს ქვეყნიდან წავედი“, – განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები