„ახლა საშინელი რეპრესიების დრო დაიწყება“, – რუსეთის რიგითი მოქალაქის მიმართვა საზოგადოებას (ვიდეო)
ამჯერად რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეზე მოგითხრობთ, რომელიც ფეისბუქში რუდი გრიის სახელით არის. მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და ბოლო პერიოდში ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება.
ის ერთ-ერთია იმ რუს მოქალაქეთა შორის, რომელმაც უკრაინის მოვლენების შეფასებისას კრემლის პოლიტიკა დაგმო და საკუთარი ქვეყნის მთავრობას ღიად დაუპირისპირდა.
რუდი გრიი ფეისბუქზე სტატუსთან ერთად ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც ის ამბობს:
„სიტუაცია რუსეთში ისე მიდის, რომ მიტინგები, დროშები, ბუშტები აღარაფერს წყვეტს. ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ყოველთვის ითვლებოდა „სახარჯო მასალად“, ახლა მით უმეტეს, ასეა. არ წამოეგოთ ანკესზე, ეს უაზრო მსხვერპლშეწირვაა.
კრემლთან ხალხმრავალი შეკრებების გამართვა, პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის გადაწყვეტა შესაძლებელია პატარ-პატარა ჯგუფებით, ლოკალურად, თქვენს ქალაქებში…პოლიციის ან ადმინისტრაციის შენობებთან… კარგად გესმით, რასაც ვგულისხმობ…
ახლა საშინელი რეპრესიების დრო დაიწყება.
ადამიანები, რომელიც საბჭოთა ეპოქის იდეალიზაციას ახდენდნენ, სტალინის პორტრეტზე უკვე საკუთარ თავს ხედავენ, სსრკ 2-ის მოლოდინში არიან… სამწუხაროდ, ეს რეალობაა.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი უკან, ამ ორმოში მიექანება. იმედი მაქვს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მთელი ამ ჯგუფის, რომელსაც დღეს ხელისუფლება აქვს ოკუპირებული, ასევე მათი ნათესავების ლუსტრაცია მოხდება და ამჯერად მაინც არ ეპატიებათ.
ახლა კი, ერთადერთ იმედად გვრჩება, რომ მთელი ეს ნაგავი გავიტანოთ, ვირწმუნოთ, რომ „ზღაპრულ“ პრეზიდენტს ერთხელაც თრომბი მოწყდება ან ვინმე, მისი გარემოცვიდან თავის ქალას გაუტეხავს და ის იქნება, როგორც მისი კუმირი ეგდო ჩასველებული შარვლით, სადღაც კრემლის ჯურღმულში.
გაუფრთხილდით თავს. ეს ახალი მშვიდობის დასაწყისია და თქვენ მოგიწევთ კომფორტის ზონიდან ცოტა ხნით გასვლა.
#მოკალითპუტინიგადაარჩინეთრუსეთი“, – აცხადებს რუსეთის მოქალაქე.
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა. აშკარად ჩანს, რომ მათ დუმილი დაარღვიეს და კრემლის რეპრესიების მიუხედავად, პუტინის მმართველობას თამამად აკრიტიკებენ.