თეონა თაბაგარი: მე ვხედავ – როგორ გარდაეცვალა მეგობარს დედ-მამა რამდენიმე საათის შუალედით

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, თეონა თაბაგარი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც ის აღნიშნავს, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, რთული ეპიდვითარების დროს, თითოეული ადამიანის ხელშია.

„მაშინ, როცა თქვენ გგონიათ და ამბობთ, რომ „კორონა ,არა, ის კიდევ“…

მე ვხედავ – როგორ გარდაეცვალა მეგობარს დედ-მამა რამდენიმე საათის შუალედით კოვიდით.

ის, რაც თქვენ გგონიათ -კლავს და საშიშია.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ – ფაქტი, ტრაგედიაა თითოეული ადამიანის.

კი, ღმერთის ნებაა ყველაფერი. თუმცა ღმერთი არ გვეუბნება, მაგალითად, საჭესთან სულ გაზზე გეჭიროს ფეხიო, საჭიროა „ტორმუზი“, შენც ფიქრობ, ლოგიკურად და სწორად მართავ საჭეს, რომ დაიცვა შენი თავი და ირგვლივ მსხდომები.

ჰოდა, ახლაც ასეა, შენც საჭე გიჭირავს, შეაჩერე სიკვდილი რა.

#ავიცრათერთმანეთისთვის”,- წერს თეონა თაბაგარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები