გიორგი დარციმელია: სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია კამპანიას, #ავიცრათერთმანეთისთვის შეუერთდა – მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის

საქართველოს სერთიტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელია სოციალურ ქსელში, კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის ეხმაურება და ინიციატივის ავტორებს მადლობას უხდის.

“საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია მედიაკამპანიას “ავიცრათ ერთმანეთისთვის” შეუერთდა. ჩემი კომენტარიც ინტერვიუებს შორის შეგიძლიათ მოისმინოთ.
ნინა პერტენავას დიდი მადლობა ასეთი მაგარი ინიციატივისთვის და ჩვენი ჩართვისთვის!”,- წერს დარციმელია.

ცნობისთვის, კამპანიის, #ავიცრათერთმანეთისთვის – ფარგლებში, კაფე-რესტორან “ბროწეულებში” საინიციატივო ჯგუფის წევრების მესამე სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასა და ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ კი, მომდევნო, რიგით მე-4 სამუშაო შეხვედრა დაანონსდა, რომელიც ორგანიზატორთა განცხადებით, გაცილებით მასშტაბური იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები