პარამოცურავე ნიკა თვაური – ვაქცინაციაზე: აცრა საშიში კი არა, რეალურად ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი შესაძლებლობაა

საზოგადოებამ დასკვნები არა ვინმეს ლაპარაკიდან, არამედ ფაქტებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს – შევხედოთ კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების სტატისტიკას და შემდეგ აცრით, ხომ აშკარაა, რომ დიდი განსხვავებაა მათ შორის, ზიანი ვირუსს უფრო მასშტაბური და საფრთხის შემცველი აქვს, ვიდრე ვაქცინებს, – ამის შესახებ პარამოცურავემ ნიკა თვაურმა განაცხადა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, აცრა საშიში არ არის, რეალურად ის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი შესაძლებლობაა.

“ახალი გადატანილი მაქვს კორონავირუსი, უსიმპტომოდ გადავიტანე და ჩემს ოჯახის წევრს რომ არ დადასტურებოდა ვერც გავიგებდი, რომ ინფიცირებული ვიყავი. გარკვეული დრო უნდა გავიდეს ვირუსის გადატანიდან და შემდეგ შემეძლება აცრის გაკეთება, რასაც აუცილებლად ვაპირებ. ჩემთვის ბიუროკრატიას, ანუ კოვიდპასპორტს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად იმიტომ მინდა ვაქცინაცია, რომ დავიცვა ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები და არ ვიყო საფრთხე სხვებისთვის.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი პანდემიის დასრულების საუკეთესო საშუალებაა. შევადაროთ იმ ქვეყნების სტატისტიკა, სადაც წარმატებით ხორციელდება ვაქცინაცია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, საქართველოს მაგალითს და მივხვდებით, რომ აცრა საშიში კი არა, რეალურად ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი შესაძლებლობაა.

საზოგადოებამ დასკვნები არა ვინმეს ლაპარაკიდან, არამედ ფაქტებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს – შევხედოთ კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების სტატისტიკას და შემდეგ აცრით, ხომ აშკარაა, რომ დიდი განსხვავებაა მათ შორის, ზიანი ვირუსს უფრო მასშტაბური და საფრთხის შემცველი აქვს, ვიდრე ვაქცინებს”, – თქვა ნიკა თვაურმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები