არჩილ მარშანია: კოვიდით ინფიცირება ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობის, ორსულების სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ ბავშვთა რეანიმაციის საჭიროების რისკებს
ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ორსულთა ვაქცინაციის აუცილებლობაზე წერს. როგორც მედიკოსი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, კოვიდით ინფიცირება ორსულებისთვის განსაკუთრებული რისკია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაციაში მათი აქტიური ჩართულობა. მარშანია დაინტერესებულ პირებს აღნიშნული საკითხის შესახებ სხვადასხვა კვლევის ბმულებსაც უზიარებს.
„კოვიდით ინფიცირება ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობის, ორსულების სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ ბავშვთა რეანიმაციის საჭიროების რისკებს.
ინგლისში:
უკიდურესად მძიმე კოვიდპაციენტების 20%, რომლებსაც სჭირდებათ ECMO, არიან არავაქცინირებული ორსულები;
არავაქცინირებული ორსულები, 18-დან 49 წლამდე, ECMO-ს საჭიროების მქონე კრიტიკული პაციენტების 32 პროცენტს შეადგენენ (მაშინ, როცა 2020 წლის მარტის მონაცემებით, ეს ნიშნული 6 პროცენტი იყო).
საქართველოში:
ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა – 7 338-ია (ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%):
2020 წელს – 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან);
2021 წელს – 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).
COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 17.
2020 წელს – 1 შემთხვევა;
2021 წელს – 16 შემთხვევა.
მათ შორის არცერთი არ იყო ვაქცინირებული.
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანია ორსულობის ნებისმიერ ფაზაში.
ორსულების ვაქცინაცია კოვიდის (და გრიპის) წინააღმდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
#აიცერით“!