“თბილისელი კატები მანჰეტენზე, გაეროს სხდომებზე ზუმში ერთვებიან”

“თბილისელი კატები მანჰეტენზე, გაეროს სხდომებზე ზუმში ერთვებიან, – ამის შესახებ სოცქსელში ნანა ახობაძე წერს და გაეროში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის კატებზე ყვება.

“ჯერი (ჟღალი) 18 წლის (!) და რიკი (ნაცრისფერი) – 14 წლის.
ბებერი კატები თბილისის ნაგავსაყრელიდან.
ახლანდელი საცხოვრებელი ადგილი: ნიუ იორკი, მანჰეტენი.
სამუშაო ადგილიც აქვთ: გაეროს სხდომებზე ზუმში ერთვებიან ხოლმე – მართალია, ზოგჯერ მხოლოდ კუდის ტერიტორიას უშვერენ კამერას, მაგრამ ეპატიებათ: ითვისებენ ონლაინ მუშაობის სპეციფიკას.
ჰო, ფოტოზე მათი პატრონიცაა: კახა იმნაძე, ჩვენი ელჩი გაეროში. ასე ხდება: სადაც კატაა, იქ პატრონი მეორე პლანზე ინაცვლებს: როგორც ელიოტმა თქვა და ბრწყინვალედ თარგმნა ჩვენმა უნიჭიერესმა ანა კოპალიანმა,
“…ძაღლი ძაღლია, ხოლო კატა… კატა კატაა!
ის შეგიძულებთ, თუ ვერ იგრძნობს თქვენს მოწიწებას!”
ჰოდა, არ აკლიათ მოწიწება და პატივი მანჰეტენელ ჯერის და რიკის. სწორედ მაგათზე ყოფილა ნათქვამი: “ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო.”
ჩემი ფავორიტი ფოტოა ეს ინსტაგრამიდან – როგორც ადამიანის
(თანამდებობით და თანამდებობის გარეშე) ჰუმანურობის უტყუარი საზომი”, – აღნიშნულია სტატუსში.

კომენტარები

სხვა სიახლეები