„ჩვენს გრძნობას წინ ვერავინ დაუდგა…“ – ცოლიანმა ოთარ ტატიშვილმა 19 წლის გოგონა შეირთო

ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ თიკამ დეტალურად ისაუბრა. ნახეთ, რას ჰყვება სტომატოლოგი, რომელთანაც ოთარს ერთი გოგონა ჰყავს.

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის. ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. თიკა სვანიშვილი „სარკეს“ გულწრფელად უყვება სიყვარულის ამბავს და არ უარყოფს, რომ როდესაც ოთართან ცხოვრება დაიწყო, ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო.

ოთარ ტატიშვილი და თიკა სვანიშვილი თიკა სვანიშვილი

იხსენებს, რომ როდესაც ოთართან ურთიერთობა დაიწყო, 19 წლის იყო და მაშინ დედამ უთხრა, რომ ერთადერთი, რაც ამართლებდა – მხოლოდ ასაკი იყო.

მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ჭორებთან გამკლავება, რადგან ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა და როცა შეუღლდნენ, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა.

„ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა“, – ამბობს ტელეწამყვანის მეუღლე.

ოთარ ტატიშვილი თიკა სვანიშვილი
ოთარ ტატიშვილს, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიშვილთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს. ნანიმ ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ანუ მშობლების გზას ადგას. პარალელურად, ხანდახან სპექტაკლებშიც თამაშობს.

 

ოთარ ტატიშვილი რამდენიმე წელია, ეკრანებზე გამოჩნდა ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლში და საზოგადოების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს, ყველაფერში საუკეთესო იყოს. „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ სერიალის „შუა ქალაქში“ შემდეგ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა -“„ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა.

ნანი ტატიშვილი
ოთარი პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ზუკა და შოთი. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა. მეორე მეუღლე, თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ჰყავს ოთარს ნანი ტატიშვილი. რამდენიმე თვის წინ ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა, შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

 

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

სხვა სიახლეები