“გადაცემაში ის უდანაშაულო მსხვერპლი რომ მიიტყუეს..” – ნათია ფანჯიკიძე ღოღობერიძეზე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე გადაცემა “პრაიმშოუში” გიორგი ღოღობერიძის მიმართ ზეწოლას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“რა მაგის პასუხია და, გადაცემაში ის უდანაშაულო მსხვერპლი რომ მიიტყუეს, ბენ აფლეკს ჰგავდა და კაი იყო. ოპონენტიც ლამაზი ქალია და ბენ აფლეკის მოკვლას რომ ცდილობდა, იყო ამაში რაღაც რომანტიკულად სანახაობრივი (არ მიმკურნალო, ნაძირალავ! – მეტაფორაა ერთგვარი).
და ბოლოს, რის აღმოჩენაც ყოველთვის ერთნაირად სასიხარულოა, ადამიანები არც ისე აგრესიულები არიან, როგორიც ტელეწამყვანებს ჰგონიათ და უმეტესობა მსხვერპლის გადარჩენის ჯანსაღ ინსტინქტს ავლენს. მასალის დამუშავებისა და პუბლიკისთვის მიწოდების უფლება კი სამედიცინო განათლების პირს კი არა, ნებისმიერ ადამიანს აქვს, ვისაც უცხო ენაზე სტატიის წაკითხვა და თარგმნა შეუძლია და, მით უმეტეს, თუ იმდენი განათლებაც აქვს ამ სფეროში, რომ საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და გამარტივებაც გამოსდის.
ხოდა, ბედნიერი დღე ყველას ცალ-ცალკე და ერთად. მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა ბოლოს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები