“მის ესპანეთი”, რომელიც ტრანსგენდერია „მის სამყაროს“ ფინალშია – როგორ დაეხმარა მას დონალდ ტრამპი

ესპანეთის სილამაზის დედოფალი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდება, რომელი „მის სამყაროს“ კონკურსის ფინალში გავიდა, რაც ექვსი წლის წინ, დონალდ ტრამპის მიერ შეცვლილი წესის შედეგია.
2012 წელს, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ამ კონკურსის ორგანიზატორი იყო, როდესაც კანადელი ტრანსგენდერი იენა ტალაკოვა კონკურსიდან მოხსნეს. ამას კი ტრამპის სკანდალური განცხადებები მოჰყვა, მისი პენისის ზომისა და ტალაკოვას ადვოკატის სქესით დაინტერესების შესახებ.
საბოლოო ჯამში, ტრამპმა გადაწყვიტა, ეს კონკურსი ტრანსგენდერებისთვისაც ღია ყოფილიყო და ამით გზა გაუხსნა ანგელა პონსესაც, რომელიც თავის სამშობლოს მიმდინარე წელს წარმოადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები