ღვთისმსახურნი, დემაგოგი ადამიანების წყალობით არაერთხელ გამხდარან ცილისწამების მსხვერპლნი – მამა პეტრე

ღვთისმსახურნი, დემაგოგი ადამიანების წყალობით არაერთხელ გამხდარან ცილისწამების მსხვერპლნი. ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი, დემაგოგი ადამიანების წყალობით არაერთხელ გამხდარან ცილისწამების მსხვერპლი ტაძარში მისულ მოსანათლ თუ ჯვარდასაწერ წყვილებს, გულწრფელად და პატიოსნად ვემსახურებით, რადგან უპირველესად ღვთის წინაშე პირნათლად ვასრულებთ ჩვენ მიერ დაკისრებულ მოვალეობას…
ნათლობის და ქორწინების საიდუმლო, ქრისტიანულ საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესია, რომელთა სახელთანაც არის დაკავშირებული ერის სულიერი თუ ზნეობრივი აღზრდა…
ცხადია, ამ სადუმლოებების წინაშე, სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეებიც ვალდებულნი არიან, ღირსეულად დაიცვან საკუთარი ნებით აღებული პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, შეურაცხყოფა არ მიაყენონ სასულიერო იერარქებს, რადგან მადლისგან არ განიძარცვონ და ღვთის წყალობის ნაცვლად, ცოდვით დამძიმებულები არ დაბრუნდნენ შინ…
,,მუშაკი ღირსია სასყიდლის”… ნებაყოფლობითი შესაწირის გარდა, არავის არაფერს სთხოვენ…
ვიმეორებ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ნათლობისთვის და ჯვრისწერისთვის არ არსებობს ოფიციალურად დადგენილი გადასახადი…
ყველა ჩვენგანმა გავიაზროთ, რომ ტაძრის კედლები ფოტოსესიის და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, სალოცავი ადგილიც არის…
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული საიდუმლოებები არ იყიდება, მაგრამ ამ ფასდაუდებელი წესების გამო, თუ მიზერულ თანხას შესწირავენ, ესეც ამ რიტუალის ნაწილია…
თავს და მომავალს გაუფრთხილდით-,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა, წამებითა ცრუითა“,-წერს მამა პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები