12 წლის ბიჭი თანაკლასელს სკოლაში 6 წელია, ზურგით ატარებს (ფოტო)

მედიამ ჩინეთში თანადგომისა და მეგობრობის საოცარი შემთხვევის შესახებ შეიტყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭი სკოლაში მხოლოდ თანაკლასელის, მეგობრის წყალობით ახერხებს სწავლას. ექვსი წელია, 12 წლის ჰუ ბინგიანგი ჟანგ ზეს, წვიმასა თუ თოვლში, ზურგზე მოკიდებულს ატარებს. ის თანაკლასელს საპირფარეშოში შესვლაში, ჭამასადა წყლის ბოთლის ავსებაშიც ეხმარება. ჰუ, რომელიც უფრო მაღალი და ძლიერია, ამბობს, რომ მისთვის დიდი სიამოვნებაა მეგობრის ასე დახმარება. ჟანგი კუნთების იშვიათი ავადმყოფობით იტანჯება და თავად მოძრაობა, ან სიარული არ შეუძლია. ის ამბობს, რომ ჰუ მისი საუკეთესო მეგობარია – „ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყოველდღე, ის ჩემთან ერთად სწავლობს, მელაპარაკება და მეთამაშება. მე მისი მადლობელი ვარ, რომ ასე მივლის
, – ამბობს ბიჭი. ჰუ და ჟანგი ქალაქ ჰებაზის ცენტრალური საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. ჰუ ამბობს -„მე მასზე დიდი ვარ. ვფიქრობდი, რომ თუ მე არ დავეხმარებოდი, სხვა არავინ დაეხმარებოდა”. მათი მეგობრობა არა მხოლოდ ჩინური, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები