ჯეი-ზი და ბიონსე კლიპში მეგან მარკლის პორტრეტის გამო გააკრიტიკეს

20 თებერვალს ლონდონში Brit Award-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფის კატეგორიაში ბიონსემ და ჯეი ზიმ გაიმარჯვეს. კარტერების წყვილმა დაჯილდოებაზე დასწრება ვერ შეძლო და ისინი სამადლობელო ვიდეოთი შემოიფარგლნენ. ვიდეოში წყვილმა კლიპიდან “Apeshit” კადრი გაიმეორა. თუმცა ამჯერად და ვინჩის მონა ლიზას პორტრეტი მეგან მარკლით ჩაანაცვლეს.
სოციალურ ქსელში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ადამიანთა ნაწილმა ამ კადრის გამო კარტერები მწვავედ გააკრიტიკა. ბიონსემ ვიდეოს აღწერაში დაწერა, რომ მეგან მარკლი მათ აფროამერიკელთა საპატივცემულოდ შეარჩია და ამ ჟესტით ორსულობაც მიულოცა.
სამეფო ოჯახის ახალი წევრი, უფლისწულ ჰარის მეუღლე ორსულად არის და სულ მალე დედა გახდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები