ვინ არის მეხანძრე, რომელიც 3 წელია ხეზე ცხოვრობს

კიევში, იორდანეს ტბასთან განდეგილი დასახლდა. ასაკოვანმა მამაკაცმა ბინა ხეზე დაიდო. მას ხის ტოტებზე პატარა თავშესაფარი აქვს მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა ნივთებით აქვს დათბუნებული.
ვლადიმერ გრიცაკი ყოფილი მეხანძრეა, რომელიც 30 წელი პირნათლად ემსახურა ქვეყანას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის არ არის ტიპური „ბომჟი“ – სუფთად არის ჩაცმული და უვლის თავს.
თავისი „ბუდიდან“ ის საკმაოდ მკვირცხლად ჩამოდის. როგორც ამბობს, ხეზე 2016 წლიდან ცხოვრობს. მისი სახლი ახლა სამ სართულიანი კორპუსის სიმაღლეზეა. მოწყობილი აქვს სხვადასხვა ნაჭრებით, ფარდებით, საბნებით. წვიმისგან და თოვლისგან დიდი ქოლგა იცავს. „ზამთარში ცოტა ფეხებზე კი მცივა ხოლმე“,-წუხს ვლადიმერი. საბანაოდ ახლომდებარე აბანოში თვეში ერთხელ დადის, სახეს და ხელებს კი კაფეებში იბანს. ზაფხულში ის ტრუხანოვის კუნძულზე დადის საბანაოდ.
ვლადიმერი აღმოსავლური ფილოსოფიით არის გატაცებული. შეუძლია კონფუცის და ლუნ იანის ციტატები მოიყვანოს. ფილოსოფიის სიყვარულის გამო ადგილობრივები მას ობოლონის დიოგენეს ეძახიან. როგორც აღმოჩნდა, უყვარს კინოში სიარული, ბიბლიოთეკებშიც დადის.
უკრაინელი „დიოგენე“ უკვე ადგილის შეცვლაზე ფიქრობს – ზედმეტი ყურადღება აწუხებს.
როგორც ირკვევა, კიევიდან რამდენიმე საათის სავალზე ცხოვრობს მამაკაცი, რომელსაც უკრაინელ რობინზონს და განდეგილს უწოდებენ. ის კი თავს უძველესი წმინდა ადგილის მცველად მიიჩნევს. ოლეგ პეტრიკმა უარი თქვა ცივილიზაციის მონაპოვარზე და უკვე 3 წელია დნეპრის შემოგარენში, ბუნების წიაღში ცხოვრობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები