ჩოპრასა და ნიკ ჯონასის ქორწინება ინგრევა?!

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის ქორწინება დანგრევის პირასაა. ინფორმაციას US Magazine-ი ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ 36 წლის მსახიობსა და 26 წლის მომღერალს შორის, ბოლო დროს, ურთიერთობა დაიძაბა. მათ კონფლიქტი აქვთ სამსახურის, წვეულებებისა, თუ დროის ერთად გატარების შესახებ. მთავარი საკითხი ისაა, რომ წყვილმა მოვლენები დააჩქარა. პრობლემა ჯონასის მეუღლისადმი დამოკიდებულებაც გახდა – “ნიკი ფიქრობდა, რომ პრიანკა რაღაცებს გაცილებით მარტივად უყურებდა, ქორწილის შემდეგ კი მისგან მკაცრ ტემპერამენტს გრძნობს, რაც მას აქამდე არ შეუნიშნავს” – აღნიშნულია სტატიაში. მსახიობმა პრიანკა ჩოპრამ და მომღერალმა ნიკ ჯონასმა გასული წლის დეკემბერში იქორწინეს. წყვილი ქორწინებამდე ერთმანეთს 6 თვეს ხვდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები