შაკირას ფანებმა ჟერარ პიკე და მისი ახალი შეყვარებული რესტორნიდან გამოყარეს

შაკირას და ჟერარ პიკეს დაშორების შემდეგ ვნებები არ ცხრება. მომღერალმა ისეთი მიმართულება მისცა ამ ამბავს, უკვე მისი ფანებიც ჩაერთნენ პროცესებში. როგორც ცნობილია, პიკეს არაერთგზის ღალატის და დაშორების შემდეგ, შაკირამ სიმღერა ჩაწერა ამ ღალატზე და ინტერნეტჰიტადაც აქცია. შემდეგ იყო ვიდეო იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში და სიმღერა-მუქარა, თუ როგორ მოკლავდა პიკეს და მის ახალ რჩეულს. როგორც ჩანს, ფანებმაც გადაწყვიტეს, მათი წილი ქვებიც არ დაიშურონ მოღალატე პიკესთვის…

ჟერარ პიკე და მისი რჩეული 22 წლის კლარა ჩია ბარსელონაში იაპონურ რესტორანში შევიდნენ, თუმცა მალევე მოუწიათ რესტორნის დატოვება, რადგან მფლობელმა, რომელიც შაკირას ფანი ყოფილა, ასე მოითხოვა. ასევე უარი განაცხადეს ოფიციანტებმა მათ მომსახურებაზე…

ჟერარ პიკე და შაკირა 11 წელი იყვნენ ერთად, თუმცა ოფიციალურად არ დაქორწინებულან. მათ ორი შვილი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები