ტომ კრუზმა არ იცოდა, რომ ინტერნეტში პორნოფილმების ყურებაა შესაძლებელი

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა 2006 წლამდე არ იცოდა, რომ ინტერნეტში პორნო არსებობს. ის, რომ ფილმები +18-ის ნიშნულით ინტერნეტშია განთავსებული, მსახიობმა გაიგო თავის კოლეგასთან, სეტ როგენთან საუბრისას. ინფორმაცია ამის შესახებ წამყვან სტივენ კოლბერთან საღამოს შოუში რეჟისორმა ჯად აპატოუმ გაავრცელა. მისი თქმით, 2006 წელს მსახიობები და რეჟისორი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა რომანტიკული კომედია განეხილათ, რომელშიც ტომ კრუზს უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს ფილმი ეკრანებზე არ გამოვიდა.
აპატოუს თქმით, არ ახსოვს, რატომ დაიწყეს პორნოფილმებზე საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ მსახიობ როგენთან საუბრის თემა ხშირად ხდება სწორედ პორნო და მარიხუანა. კინოხელოვნების ამ ჟანრის არსებობამ ინტერნეტში კრუზი გააკვირვა. როგენმა სცადა, აეხსნა მისთვის, რომ ბევრი ადამიანი სწორედ იქ უყურებს ამ ჟანრს. აპატოუს თქმით, კრუზს ამის დაჯერებაც კი გაუჭირდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები