“სკანდალური ყვითელი კაბა” – ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატობაში ადანაშაულებს

დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე დემ­ნა გვა­სა­ლი­ას პლა­გი­ატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. საუბარია ყვითელ კაბაზე, რომელიც დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაში გამოჩნდა და რომელიც მიშელ ობამას წიგნის პრეზენტაციაზე ეცვა, ავთანდილ ცქვიტინიძემ 2017 წელს შექმნა.
ამის შესახებ თავად დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ისედაც ვინც ჩემთან ვერ მოასწარით ამ კაბის შეძენა 2017 წლს შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ. ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ”, – წერს ავთანდილი.
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია რამდენიმე თვის წინ პლაგიატობაში კრისტინე იმედაძემაც დაადანაშაულა.

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები