მიშელ ობამა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე დემნა გვასალიას სამოსით გამოვიდა (ვიდეო)

მიშელ ობამამ ახალი წიგნი გამოსცა, რომელმაც ამერიკაში 2018 წელს გაყიდვების რეკორდი გამოშვებიდან პირველ 15 დღეში მოხსნა. მიშელმა წიგნთან დაკავშირებული ტური ბალენსიაგას სამოსში გამოწყობილმა დახურა. ბრუკლინში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი დემნა გვასალიას ბოლო კოლექციით გამოჩნდა, რომელიც ქართველმა დიზაინერმა პარიზის ჩვენებაზე წარადგინა.
როგორც უკვე კარგადაა ცნობილი, დემნა ე.წ. საჯარო გამოჩენებისთვის სელებრითებს არ უგზავნის ლუქებს, რომლებიც გაყიდვაში არაა, თუმცა გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიშელ ობამა რეკავს. ამერიკის ყოფილი პირველი ლედის კაბა ბალენსიაგას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის, ფეხსაცმელი კი – ბალენსიაგას 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან და მისი ღირებულება 4000 დოლარია. კაბა ჯერ გაყიდვაში არაა.

https://www.youtube.com/watch?v=sglqrNnxYmY&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები