სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება გამოვა – ვნახავთ თუ არა ფილმში სარა ჯესიკა პარკერს

სიქველის პროდიუსერებმა უკვე მოაწერეს ხელი კონტრაქტს იმავე სახელწოდების მქონე წიგნის ავტორთან, კენდეს ბუშნელთან. სტუდიამ „Paramount Television“-ი, როგორც იქნა, გადაწყვიტა საკულტო სერიალის გაგრძელების გადაღება. ამის შესახებ გამოცემა „DS“-ი იუწყება. კომპანიამ კენდეს ბუშნელთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. სიქველს ერქმევა „არის კი სექსი ისევ ქალაქში?“ წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ ფილმში მოთხრობილი იქნება სიყვარულზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე, განქორწინებასა და მძიმე დანაკარგებზე. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ შეასრულებს საკვანძო როლებს და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობები. ითამაშებს თუ არა ფილმში სარა ჯესიკა პარკერი, ჯერ უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები