“რუსთავი 2” -ის მორიგი გადაცემა, “ეკივოკი” დაიხურა – რა ელის სხვა გადაცემებს?

“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ში თანხების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს”, – ასე პასუხობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არხში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.
​რამდენიმე დღის წინ, ბოლოჯერ გავიდა ეთერში გადაცემა “იღბლიანი ბორბალი”. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა – შორენა ბეგაშვილმა და ვანიკო თარხნიშვილმა აცნობეს მაყურებელს . ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიხურა კიდევ ერთი გასართობი გადაცემა “ეკივოკი”. საკითხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა.
– ბატონო გიორგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იღბლიანი ბორბალი” არხზე დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო დაიხურა, მართალია?
– რეორგანიზაციაზე ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე პროექტი დაიხურა, მათ შორის “იღბლიანი ბორბალი” და “ეკივოკი”. გადაცემები ზოგჯერ იხურება და ახალი იწყება. ამ შემთხვევაში, ორი გადაცემა გაუქმდა, რადგან ფინანსური ბერკეტი არ იყო, მაგრამ რეორგანიზაციის ნაწილი ამ გადაცემების დახურვა არ ყოფილა”, – ამბობს ხაბურზანია.
AMBEBI.GE “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაცია დაადასტურა.
​”თანხების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, რადგან ყადაღა ადევს კომპანიას. გარკვეული გადაცემები იხურება, მაგრამ თანხების ოპტიმიზაცია თანამშრომლების ხელფასებზე არ აისახება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები