ამერიკელი მოდელი მენსტრუაციის გამო სამსახურიდან გაუშვეს

ამერიკელმა მოდელმა რეიჩელ რიკერტმა სასამართლოში უჩივლა კომპანია Hyundai-ის რომელმაც ის მენსტრუაციის გამო სამსახურიდან გაუშვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
27 წლის მოდელი იუწყება, რომ ნიუ-იორკში გამართული ავტოშოუს დროს მან ტუალეტში გასვლა ითხოვა, მაგრამ ის არ გაუშვეს, ვინაიდან იმ მომენტში იქ ძალზე ბევრი კლიენტი იყო.
ამის გამო ქალმა ტამპონი ვერ გამოიცვალა და მას საცვლის და კოლგოტის გამოცვლა დასჭირდა, რის შესახებ თავის აგენტს აცნობა.
მემდეგ დღეს ავტოკონცერნის წარმომადგენლებმა მას დასვენების დღის აღება შესთავაზეს, მაგრამ რეიჩელი მაინც მივიდა სამსახურში, ვინაიდან საათობრივი ანაზღაურების დაკარგვა არ სურდა. ამის შემდეგ.
Hyundai-ის წარმომადგენლებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ.
რეიჩელ რიკერტმა აშშ-ის ანტიდისკრიმინაციულ კომისიაში საჩივარი შეიტანა. Hyundai Motor-ის წარმომადგენლობა აშშ-ში მომხდარის გამოძიებას აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები