მერაბ მეტრეველი: ორიგინალური ახსნა მაქვს, თუ რატომ მოიმატა წვრილმანმა ქურდობამ და წვრილმანმა ძარცვებმა

​​ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ქურდობის ფაქტებს გამოეხმაურა. “ერთი ორიგინალური ახსნა მაქვს, თუ რატომ მოიმატა წვრილმანმა ქურდობამ და წვრილმანმა ძარცვებმა – იმიტომ, რომ აღარ არის ონლაინსესხები. აქამდე, უსაქმურ ხალხს ფული რომ დასჭირდებოდა – ზოგს ნარკოტიკისთვის, ზოგს კიდევ აზარტული თამაშებისთვის, მიდიოდნენ ამ ონლაინსესხების კომპანიებში და უცებ იღებდნენ 200-300 ლარსს. მერე ან ჩაასესხებდნენ, ან სხვა კომპანიაში წავიდოდნენ და ასე. ახლა კიდევ, ეს წყარო გადაეკეტათ და დაერივნენ ხალხს”, – წერს მეტრეველი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები