ორლანდო ბლუმი და ქეითი პერი დაინიშნენ

სამწლიანი რომანის შემდეგ, ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი, ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს დაინიშნენ. მათ ფოტოები, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდებზე დაპოსტეს. ფოტოზე კარგად ჩანს ნიშნობის ვარდისფერი ბეჭედი. ემოციური პოსტი ქეითი პერის დედამაც გამოაქვეყნა: ,,ნახეთ, ვინ დაინიშნა გუშინ “, – დაწერა მომღერლის დედამ.
წყვილი ერთმანეთს სამი წელია, ხვდება. მანამდე, ორლანდო ბლუმი მოდელ მირანდა კერიზე იყო დაქორწინებული. მათი ქორწინება, 2013 წელს, ოფიციალურად დასრულდა.

მოამზადა ნათია კოსტავამ

 

კომენტარები

სხვა სიახლეები