მუცლის ტკივილის შემდეგ, კომაში ჩავარდნილ ქალს, მოულოდნელად, შვილი ეყოლა (ფოტო)

 

27 წლის ქალი (ინგლისის ქალაქ ლანკაშირიდან) ვერც კი იფიქრებდა, თუ რა ელოდა, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებდა. ის მუცლის ტკივილისგან ნახევრად გათიშული იყო, როცა მედიკოსებმა მიუსწრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლიზას მუცლის აუტანელი ტკივილი და გულისრევა აღენიშნებოდა. ექიმებმა იეჭვეს, რომ ის მოწამლული იყო – აღენიშნებოდა მუცლის შებერვაც. თუმცა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასწრაფო ექოსკოპიის შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტი ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა.
სიტუაცია გაართულა HELLP-სინდრომმა, რომელიც ზოგიერთ ორსულს აღენიშნება. ქალი სულ უფრო ცუდად ხდებოდა, თუმცა ვერანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან ის უკვე კომაში იყო. ავადმყოფობამ კი უკვე სეფსისი გამოიწვია და მისი ზოგიერთი ორგანოც გაითიშა. ამიტომ, ექიმებმა სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, მაგრამ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. კომიდან გამოსვლის შემდეგ, ლიზა გაოგნებული იყო, რადგან თავისი ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. „ვერ ვიჯერებ, რომ ორსულად ვიყავი. კვირაში 80 საათის მანძილზე ვმუშაობდი და მძიმე ყუთებს ვზიდავდი. არანაირი სიმპტომი მქონდა!“ პატარას დანიელი დაარქვეს – იმ მედდის პატივსაცემად, რომელიც, მკურნალობის დროს, ლიზას უვლიდა. კვლევებისა და გრძელვადიანი მკურნალობის შემდეგ, ბედნიერი დედა-შვილი საავადმყოფოდან გაწერეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები