ნინი ბადურაშვილი ოჯახის დანგრევაზე – ვნანობ, რომ არ ვიბრძოლე (ვიდეო)

ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მალე მივიღე და ვნანობ, რომ არ ვიბრძოლე ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „პრაიმ შოუში“ განაცხადა.
„26 წლის გავთხოვდი და დაშორების შესახებ გადაწყვეტილება მალე მივიღე. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვნანობ, რომ ასე მალე დავასრულე ურთიერთობა და არ ვიბრძოლე ურთიერთობის შენარჩუნებისთვის”, – აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი 2012 წელს დაქორწინდა. იგი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენზე ირაკლი კუტალაძეზე დაქორწინდა. მომღერლისა და ბიზნესმენის რამდენიმე თვიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა. წყვილს ერთი შვილი – 5 წლის ელენე ჰყავს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=NMA0L5nCaKw&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები