არგენტინელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ მატჩის დროს მოწინააღმდეგეებს ნემსით ჩხვლეტდა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ფედერიკო ალიენდემ აღიარა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს ის მოწინააღმდეგეებს ნემსით ჩხვლეტდა. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.
ალიანდე კლუბ „პასიფიკოში“ თამაშობს. ნემსი ის „ესტუდიანტესის“ ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოიყენა.
ალიენდეს ამ განცხადებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა. „პასიფიკოს“ პრეზიდენტმა ჰექტორ მონკადამ განაცხადა, რომ ის ალინდეს კლუბიდან გააგდებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები