ნიკი მინაჟის მეგობარი მამაკაცი მკვლელობისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს

სკანდალური რეპერის, ნიკი მინაჟის ბოიფრენდი სექსუალური დამნაშავე აღმოჩნდა, თუმცა თავად მომღერალს ეს პრობლემას არ უქმნის.
პოლიციის მონაცემთა ბაზის თანახმად, კენი პეტი 1995 წელს 16 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის დააპატიმრეს. ამას გარდა, მან თავდასხმის დროს ბასრი იარაღი გამოიყენა.
მან ნიუ-იორკის შტატის ციხეში ოთხი წელი გაატარა, რის მერეც გაათავისუფლეს. თუმცა, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა ამით არ ამოწურულა. წლების შემდეგ, ის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლეს და მან კიდევ შვიდი წელი გაატარა საპატიმროში. 2013 წელს დამნაშავე გათავისუფლდა.
ნიკი მინაჟი საყვარელ მამაკაცთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა მისმა ფანებმა
მალევე გაარკვიეს თუ ვინ არის კენი პეტი და რეპერ ქალს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. მიუხედავად ამისა, მომღერალი საყვარელი მამაკაცის დანაშაულებრივ წარსულს ყურადღებას არ აქცევს.
ცნობილია, რომ მინაჟი წარსულში თავდასხმებისგან იცავდა თავის ძმასაც, რომელსაც ასევე, არასრულწლოვნების გარყვნაში ედებოდა ბრალი.
თავისი ბოიფრენდის გამართლების მიზნით, მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაუპატიურების მომენტში კენი თავადაც 16 წლის იყო და ის მსხვერპლთან ურთიერთობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები