პორნომსახიობმა ტრამპს 239 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს

აშშ-ს შტატ კალიფორნიის სასამართლომ, პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის 239 ათასზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა.
კლიფორდი უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით შტორმი დენიელსი.
ტელეკომპანია CNBC აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა უნდა იყოს გადახდილი კომპენსაციისთვის, რათა ტრამპმა თავისი იურისტების მომსახურება აანაზღაუროს.
პრეზიდენტის ადვოკატი ჩარლზ ჰარდერი აცხადებს, რომ ეს კომპენსაცია წარმოადგენს იურისტებზე ტრამპის მთლიანი დანახარჯის 75%-ს, ვინაიდან, მაგალითად, თავად ჰარდერის ანაზღაურება საათში 841 დოლარზე მეტს წარმოადგენს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი ხარჯთაღრიცხვა მისაღებია.
აგრეთვე, პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამ სკანდალურ საქმეში დენიელსის საბოლოო დამარცხებას ნიშნავს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პორნომსახიობმა დენიელსმა განაცხადა, რომ წარსულში აშშ-ს პრეზიდენტი ცოლს მასთან ღალატობდა. დენიელსი ამბობდა, რომ თავად ამას ნანობდა. ასევე, მისი თქმით, ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი მას თითქოსდა გაჩუმებისთვის 130 ათას დოლარს სთავაზობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები