ნიგერიელ სტუდენტებს, ფინალური გამოცდის გამო, საკუთარი ქორწილების დატოვება მოუხდათ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფინალური გამოცდისა და ქორწილის თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. რომელს აირჩევდით?

ალბათ იტყვით, რომ ასეთი რამ არასდროს დაგემართებათ, მაგრამ ხანდახან გაუთვალისწინებელი ამბებიც ხდება. მაგალითად ისე, როგორც ამ ორი ნიგერიელი გოგოს ცხოვრებაში მოხდა.

დებორასა და დორკასის ფინალური გამოცდა თებერვალში იყო ჩანიშნული. ასე რომ, გოგოებმა თავის პარტნიორებთან ერთად ქორწილების დღეებიც დაგეგმეს. თუმცა ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტმა “მედია ეთიკა და კანონის” საგანში გამოცდისთვის ახალი თარიღები გამოაცხადა, რომელიც სწორედ მათი ქორწილის დღეს ემთხვეოდა.

“ჩემი ქორწილის თარიღი უკვე დაგეგმილი იყო, მოსაწვევები გაგზავნილი და ადგილი დაჯავშნილი. შემდეგ კი გამოცდის ახალი თარიღი გამოაცხადეს”, – ამბობს ერთ-ერთი პატარძალი.

“ადმინისტრაციაში მივედი და გამოცდის გადაწევა ვითხოვე, იქ კი მითხრეს, რომ გამოცდასა და ქორწილს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა”, – ყვება მეორე.

7 აპრილს, დებორა და დორკასი, ქორწინების ფიცის დადების შემდეგ, პირდაპირ საგამოცდო ცენტრისკენ გაემართნენ. დილით ისინი ეკლესიებში იყვნენ, შუა დღეს გამოცდაზე და საღამოს საქორწინო დარბაზში.

გოგოების თქმით, გამოცდა ნამდვილ წვეულებად იქცა, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილზე თეთრი კაბებით მივიდნენ.

წყარო:https://on.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები