პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საქორწინო საჩუქრების ნაცვლად, ქველმოქმედებას ითხოვენ

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საჯაროდ ითხოვეს, რომ მათთვის საქორწინო საჩუქრების გაგზავნის ნაცვლად, თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ.

მათ იმ 7 ორგანიზაციის სიაც გამოაქვეყნეს, რომლებსაც სურთ, რომ ქველმოქმედებით დაეხმარონ. მათი თქმით, ამ გზით უამრავი ადამიანის დახმარებას შეძლებენ, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ.

აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაციები ისეთ საკითხებზე მუშაობენ, როგორიცაა უსახლკაროთა ხელშეწყობა, შიდსი, ობოლი ბავშვები, ქალთა უფლებები, გარემოს დაცვა და ა.შ.

ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ჰარისა და მეგანის ინიციატივა მათ ძალიან დაეხმარებათ.

2011 წელს, პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა ასევე ითხოვეს, რომ საჩუქრების ნაცვლად, ფული ქველმოქმედებაში გადაერიცხათ.

სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.

წყარო:https://on.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები