ნახევრად შიშველ ვიქტორია ბექჰემს შვილმა ფოტო გადაუღო, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

19 წლის ბრუკლინ ბექჰემმა, რომელიც დამწყები ფოტოგრაფია, დედამისის – ვიქტორია ბექჰემის პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან შვილის მიერ გადაღებული დედა ნახევრად შიშველია. ვიქტორიას სხეულის ზედა ნაწილზე თითქოს ვიწრო პირსახოცი აქვს მოფარებული. ის კადრში იყურება და ჭიქიდან სვამს.
ბრუკლინს ამ ფოტოთი ვიქტორიასთვის მოდური ჩვენების წარმატებით ჩატარების მილოცვა სურდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა.
ბექჰემების თაყვანისმცემლები ფოტოსურათმა შოკში ჩააგდო. არცთუ ისე ბევრ ადამიანს მოეწონა ნახევრად შიშველი დედის ფოტო, რომელიც შვილმა გადაიღო.
„ეს რა უბედურებაა? რომელი დედა იხდის ასე თინეიჯერი შვილის წინაშე?“;
„მაპატიეთ, მაგრამ ეს საძაგლობაა, რატომ გადაუღეთ გახდილ დედას ფოტო?“ ;
„ფოტო, რომელზეც დედაშენი „ტოპლეს“ ზის, საზიზღრობაა!“

კომენტარები

სხვა სიახლეები