მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, მორგიდან წვეულებაზე აღმოჩნდა

პოლონეთში, მამაკაცი ალკოჰოლის ზედოზირების შედეგად კლინიკური სიკვდილით გარდაიცვალა. მან მორგში გაიღვიძა და შემდეგ წვეულებაზე წავიდა.
უცნაური შემთხვევა ქალაქ სემენოვიცე-სლენსკში მოხდა. 31 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ღამის კლუბის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
თვითმხილველების ცნობით, მამაკაცმა ბევრი დალია, რის მერეც ცუდად გახდა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს და „ცხედარი“ მორგში გადააგზავნეს. მოულოდნელად მამაკაცი გონზე მოვიდა და აღმოაჩინა, რომ სპეციალურ საყინულეში იყო. სიმწრისგან ყვირილი დაიწყო, დახმარებას ითხოვდა. ყვირილი მორგის დაცვის თანამშრომელმა გაიგონა. როდესაც მან საყინულე გახსნა, სიცივისგან გათოშილი მამაკაცი დაინახა, რომელიც საბნის მიცემას სთხოვდა.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ მორგის საყინულეს თავი დააღწია და გათბა, ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა და წვეულებაზე დაბრუნება გადაწყვიტა.
ექიმისთვის კი, რომელმაც შეცდომა დაუშვა, ამ ისტორიას ასეთი პოზიტიური დასასრული არ ჰქონია. მას სასამართლო განხილვა ელის.

კომენტარები

სხვა სიახლეები