მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მოდელი ფოტოსესიის დროს კლდიდან ჩამოვარდა (ფოტო,ვიდეო)

ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, ქეით აფთონს, ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს ტალღა შეეჯახა რის შედეგადაც ის კლდიდან ჩამოვარდა.
საბედნიეროდ, მსახიობს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
აფთონი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ტალღა, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდიოდა, ჩემი ხედვის არეალიდან დიდი არ ჩანდა, თუმცა როდესაც შემეჯახა, კლდეზე ფეხი დამიცდა და ძირს დავეცი“.
როგორც გამოცემა „dailymail.co.uk“- იუწყება, 2011 წელს ამერიკელი მსახიობის სამოდელო დებიუტი შედგა, სადაც ქეითი „Sports Illustrated Swimsuit“-ისთვის პოზირებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები