მოდის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი ანდრე ლეონ ტელი გარდაიცვალა

 

ამერიკული Vogue-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი, მოდის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი ანდრე ლეონ ტელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტელი ნიუ-იორკი ერთ-ერთ ჰოსპიტალში დაიღუპა, მისი გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 სახელდება. ანდრე ლეონ ტელიმ კარიერა ენდი უორჰოლის ჟურნალში Interview დაიწყო. ის ასევე თანამშრომლობდა გამოცემებთან W და The New York Times. Vogue-ში მუშაობა მან 1983 წელს დაიწყო. 1988-1995 წლებში ის გამოცემის კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა და ჟურნალის მთავარ რედაქტორ, ანა ვინტურთან ერთად დიდწილად მოდის შესახებ თანამედროვე შეხედულებები ჩამოაყალიბა.

კომენტარები

სხვა სიახლეები