3 თებერვლამდე მერკური რეტროგრადულად იმოძრავებს-როგორ აისახება ზოდიაქოს ნიშნებზე

14 იანვრიდან 3 თებერვლამდე მერკური რეტროგრადულად იმოძრავებს. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

“რეტროგრადული მერკურის შესახებ

/© რამაზ გიგაური/

ციკლი: 14 იანვარი – 3 თებერვალი
/მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 14 იანვარს დაიწყო და მისი ეს ციკლი 3 თებერვლამდე გაგრძელდება/

+
ეს მოიტანს დაშვებული შეცდომების გამოსწორების, გადადებული საქმეების დასრულების, ასევე გაჭიანურებული მოლაპარაკებების განახლების, შეწყვეტილი სწავლის ახლიდან დაწყების შესაძლებლობას.
ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანს საშუალება უჩნდება გადახედოს განვლილ გზას, გააანალიზოს, შეაჯამოს და გარკვეული დასკვნები გამოიტანოს.


ამ პერიოდში არარეკომენდებულია იქნება ახალი მოლაპარაკებების დაწყება, შეთანხმებების მიღწევა და საბუთებზე ხელის მოწერა (ცხადია, აქ გადაუდებელი საქმეები არ იგულისხმება, ანუ თუ ადამიანს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს),

ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი:
პირველ რიგში თხის რქის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 16-30 იანვრის შუალედში დაიბადა), ასევე მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ რეტროგრადული მერკური აქვთ, რადგან მათთვის სწორედ ამ პერიოდში ბევრი რამ გასაგები გახდება, დაინახავენ ბევრ რამეს, რომლის დანახვას და გაცნობიერებას აქამდე ვერ ახერხებდნენ.”- წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები