“მისტერ პლანეტა 2017“ ქართველი ზურა წილოსანი გახდა

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი MIss and Mister Planet 2017 საქართველოში წელს მესამედ გაიმართა.
ბათუმში საერთაშორისო კონკურსის MIss and Mister Planet 2017 გამარჯვებულები გამოავლინეს. 16 სექტემბერს გამართულ კონკურსის ფინალში გამარჯვებულის ოქროს გვირგვინი – „მის პლანეტა 2017“ პორტუგალიელ კამილა ვიტორინოს გადაეცა, ხოლო „მისტერ პლანეტა 2017“ ქართველი ზურა წილოსანი გახდა.
კონკურსი ბათუმის დრამატულ თეატრში სამოდელო სააგენტო „კატრინისა“(საქართველო) და სამოდელო სააგენტო „ინტერსაუნის“(ბულგარეთი) ორგანიზებით ექვსი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში პირველობისთვის 35 ქვეყნის 44 „მისი” და „მისტერი” ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
კონკურსზე „მის პლანეტისთვის“ საქართველოს სახელით მოდელი ლიზი წიგნაძე იღებდა მონაწილეობას, ხოლო „მისტერ პლანეტისთვის“ — ზურა წილოსანი.
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი “Miss and Mister Planet 2017″
კონკურსის ფინალური საღამო ქართული ეროვნული ცეკვით გაიხსნა, შემდეგ კონკურსანტები მაყურებლის წინაშე თავიანთი ქვეყნების ეროვნული სამოსით წარდგნენ.
მონაწილეებს შოუბიზნესის ცნობილი სახეები ამხნევებდნენ – ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი, ქეთი გომართელი, პაატა თედიაშვილი და თაკო მელიქიშვილი.
„MIss and Mister Planet 2017″ კონკურსის ფინალში მონაწილეები ეროვნული სამოსით წარსდგნენ
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და საკმაოდ დიდხანს მსჯელობდა იმაზე, თუ ვის რგებოდა გამარჯვების გვირგვინი.
გარდა ჟიურისა, თავიანთი ფავორიტები შეარჩიეს სხვადასხვა კომპანიებმა და Facebook-ის მომხარებლებმა და, შესაბამისად, მათაც გადაეცათ საჩუქრები.
სილამაზის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“ პირველად საქართველოში 2015 წელს თბილისში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 30 ქვეყნის „მისი” და „მისტერი” ესტუმრა საერთაშორისო ჟიურის თანხლებით.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები