მაია დარსმელიძე: “ნაგვიდან ამოყვანამდე” ბევრად ადრე, “ვოისის” სამ სეზონში იმედზე მუშაობდა სტეფანე

როგორც უკვე ცნობილია “ნიჭიერის” ჟიურის ერთერთი წევრი მომღერალი სტეფანე  მღებრიშვილი  იქნება,   რამაც   მის მეგობრებსა და კოლეგების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე მწვავე დაპირისპირება გაიმართა პროდიუსერ დავით იმედაშვილის ფეისბუქის გვერდზე. კომენტარებში განსაკუთრებული აქტიურობით “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოირჩეოდა.
“ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი… სრულიად ურცხვი…” – წერს კომენტარებში  ნიკა გვარამია მოგვიანებით პროდიუსერმა დავით იმედაშვილმა პოსტი წაშალა.
აღნიშნულს ასევე  სტეფანე მღებრიშვილის ყოფილი მეუღლე მომღერალი  მაია დარსმელიძე  გამოეხმაურა.
“სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან, თუ გინდათ – გადაწყვეტილებას.
ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.
კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის… თუმცა მეტად, ბევრად კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე შეიძლებოდა ამის დაფიქსირება… მითუმეტეს, რომ “ნაგვიდან ამოყვანამდე” ბევრად ადრე, ვოისის სამ სეზონში და იმ დროისთვის ჯერ არგაქოცებულ იმედზე მუშაობდა სტეფანე…
ემოციური ვნებათაღელვა და იმპულსური აფეთქებებიც დასრულდება, თან აუცილებლად ჰეფიენდით…. მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას – აი ესეთი შავკები მეცოდებით. ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა “დროს” და სხვადასხვა “პლატფორმებზე”.
ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს “სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას”. – წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები