მეუფე სპირიდონმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და სხვა ოპოზიციონერების ზიარება აკრძალა

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა(აბულაძე) სამღვდელოებას 15-მდე ოპოზიციური პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა.

აკრძალვის მიზეზი პარტიების მიერ დადებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ისინი ლგბტქ თემის უფლებებს დაიცავენ.

„არ შეიძლება მათი ზიარება, რადგან ჰომოსექსუალიზმი მათი რელიგიაა დღეს, სატანის რელიგია და მათი მხარდამჭერები არიან, სატანის მხარდამჭერები, ამიტომ, მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩემ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ. უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და სინანულის შემდეგ შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ცნობისთვის, 16 მაისს 15 პოლიტიკური პარტია ლგბტ პირთა უფლებების დაცვაზე შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად პარტიები, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებენ ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ეს პარტიები არიან:

1. ნაციონალური მოძრაობა
2. ევროპული საქართველო
3. სტრატეგია აღმაშენებელი
4. დროა
5. გამარჯვებული საქართველო
6. პროგრესი და თავისუფლება
7. გირჩი – მეტი თავისუფლება
8. ერთიანი საქართველო
9. ლელო
10. სამართლიანობისთვის
11. კანონი და სამართალი
12. რესპუბლიკური პარტია
13. გირჩი
14. თავისუფალი დემოკრატები
15. რეფორმერი

კომენტარები

სხვა სიახლეები